- საერთაშორისო მინიმალური სტანდარტი
- საერთაშორისო მინიმალური სტანდარტის დოქტრინა სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტშია გამოყენებული. ადრეულ მაგალითს წარმოადგენს კონვენცია საცხოვრებლისა და მეწრამეობის პირობებისა და იურისდიქციის შესახებ, რომელიც 1923 წლის 24 ივლისს ლოზანაში დაიდო ბრიტანეთს, საფრანგეთს, იტალიას, საბერძნეთს, იაპონიასა და თურქეთს შორის. უცხოელთა მიმართ მოპყრობის საერთაშორისო მინიმალური სტანდარტის მიხედვით, უცხოელი შეიძლება დაცვის მეტი ხარისხით სარგებლობდეს, ვიდრე იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომელშიც იგი იმყოფება სტუმრად ან დროებით საცხოვრებლად - აქედან გამომდინარე, შეიძლება ადგილი ჰქონდეს პოზიტიურ დისკრიმინაციას. და მართლაც, პირი, რომელიც სარგებლობს უცხოელის სტატუსით, საერთაშორისო სამართლის მიხედვით სარგებლობს დაცვის უფრო დიდი ხარისხით, ვიდრე სახელმწიფოს რომელიმე მოქალაქე.Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
Georgian encyclopedia. 2013.